გაკვეთილები


 გაკვეთილის  გეგმა
       მასწ. ლია ტორაძე
გაკვეთილის თემა
          რუქნადინის დამარცხება
საგანი
     ქართული ენა  და  ლიტერატურა
სწავლის  საფეხური/კლასი
         დაწყებითი. მესამე
მოსწავლეთა  პროფილი
 23 მოსწავლე. სსსმ მოსწავლე 0.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
 ქვეყნის  ისტორიის,ინტერესების,კულტურის,
ტრადიციებისა და  ღირებულებების  მიმართ  საკუთარი  პასუხისმგებლობის გააზრება.     ინფორმაციის  მოძიება, დამუშავება  და  ანალიზი.  ტექნოლოგიების ეფექტურად  გამოყენება;
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
სახელმძღვანელო, რვეული, კალამი, მოსწავლის  ბუკები,  ცხრილები, ბარათები წინადადებებით,მაკრატელი,ფერადი ფანქრები.
გაკვეთილის მიზნები










·         ფაქტებისა და პერსონაჟების  აღწერა  და  დახასიათება  თვალსაჩინოების  მიხედვით;
·         გაბმული მეტყველების  განვითარება-შინაარსის  ლოგიკური  თანმიმდევრობით  გადმოცემა;
·         ახალი  ლექსიკური  ერთეულების  გააზრება  და  პრაქტიკულად  გამოყენება;
·         ახალი ცოდნის  გამოყენება  სხვადასხვა
კონტექსტში;
·         წაკითხული ნაწარმოების სქემატური  მონახაზის შექმნა;
·         მცირე  ზომის  ტექსტის  შექმნა  და  აზრის  გასაგებად  ჩამოყალიბება;
·         ძირითადი  გრამატიკული  ერთეულების  მართებულად  გამოყენება,როგორც ტექსტის  შექმნისას,ასევე  ზეპირმეტყველებისას;

·         მოსმენის,დაკვირვების,კვლევის,  კრიტიკული  და  შემოქმედებითი აზროვნების ,ანალიზის,შეჯამებისა  და მტკიცებულებებზე  დაყრდნობით  დასკვნების გაკეთების  უნარ-ჩვევათა განვითარება.
ეროვნული სასწავლო  გეგმით განსაზღვრული
მისაღწევი  შედეგი და ინდიკატორი
·         ქართ.III.1.მოსწავლეს  შეუძლია  ტექსტის  დანიშნულებისა  და  ადრესატის  ამოცნობა;შეუძლია  სამეტყველო  ქცე-ვის  წარმართვა ადრესატის  გათვა-ლისწინებით;
·         ქართ.III.2.მოსწავლეს  შეუძლია  ლიტერატურული  ტექსტის  მოსმენა, გაგება  და  მათი  შინაარსის  გადმოცემა;
·         ქართ.III.3 მოსწავლეს  შეუძლია  ძირითადი ენობრივ- გრამატიკული საშუალებების სათანადოდ გამოყენება;
·         ქართ.III.5.მოსწავლეს  შეუძლია სხვადასხვა  სახის  საინფორმაციო ხასიათის  ილუსტრირებულ  ტექსტში ინფორმაციის  მოძიება  და გაგება;
·         ქართ.III.11.მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის  მარტივი  მიზნობრივი  ტექსტების  დაწერა  და  შესაბამისად გაფორმება;
·         ქართ.III.12.მოსწავლეს  შეუძლია  მცირე  ზომის ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა  და  აზრის  გასაგებად  ჩამოყალიბება.
წინარე ცოდნა  და  უნარ-ჩვევები
        მოსწავლეს შეუძლია:

·         სხვადასხვა  სახის  საინფორმაციო  და  ილუსტრირებულ  ტექსტებში  ინფორმაციის  მოძიება, გაგება  და  გამოყენება;
·         მცირე  ზომის  ტექსტის  დამოუკიდებლად შექმნა;
·         სასვენი  ნიშნების  სათანადოდ  გამოყენება;
·         კითხვის  ტექნიკას;ინფორმაციას  თამარ  მეფისა  და იმდროინდელ საქართველოს მდგომარეობის შესახებ;
·         საპრეზენტაციო უნარებს.
კლასის  ორგანიზების
ფორმები
   
 საერთო -საკლასო, ინდივიდუალური, ჯგუფური.
გამოყენებული მეთოდები/სტრატეგიები  






https://docs.google.com/drawings/d/ss53YN6744yOCkj3XTaeT2Q/image?w=756&h=1&rev=1&ac=1&parent=1xkgREd4wZnN5EYjcPuGOecdjb4wq8PdrVjKcNXQz-xo
გაკვათილის  მსვლელობა
·         კორნელის ჩანაწერების მეთოდი.
·         მართული  კითხვის  აქტივობა.
·         ახალი ლექსიკური  ერთეულების გააზრება.
·         სავარჯიშოების შესრულება.
·         გაგებაზე  ორიენტირებული  შეკითხვების  დასმა.
·         ტექსტის  სქემატური  მონახაზის  შექმნა პირამიდა
·         ჯგუფური მუშაობა
·         პრეზენტაცია

  

 მოსწავლეებს  ბუკებში  გადავუგზავნე შესავსებად  კორნელის  ჩანაწერების გრაფა. კორნელის  ჩანაწერების  მეთოდი  ხელს  უწყობს  საკითხის  უკეთესად  დამახსოვრებას, კრიტიკული  აზროვნების  განვითარებას,  ამარტივებს  მონაცემების  დახარისხებასა  და  დამუშავებას.  მოსწავლეებს  უვითარდებათ წერითი  მეტყველების  კულტურა  და  დავალებაზე  დამოუკიდებლად  მუშაობის  უნარი. მოსწავლეებმა  უნდა  გააკეთონ  ჩანაწერები  გრაფაში, მას შემდეგ  რაც  გაეცნობიან      ინფორმაციას თამარ  მეფის  შესახებ. ამასთან  მოსწავლეებს   დავალებული  აქვთ  უპასუხონ  შეკითხვებს  ამ საკითხის ირგვლივ.
ორგანიზაციული საკითხების მოგვარების შემდეგ  კლასს ვაცნობ გაკვეთილის თემას, მიზნებს, მიზნის შესაბამის აქტივობებს და  შეფასების რუბრიკებს.
       
                 A ფაზა- გამოწვევა

აქტივობა N1  -საშინაო  დავალების  განხილვა  კორნელის
                          ჩანაწერების  მიხედვით.
მეთოდი: კორნელის  ჩანაწერების  მეთოდი
კლასის ორგ. ფორმა: საერთო- საკლასო
დრო:  7 წთ
         მოსწავლეები  ათვალიერებენ  ერთმანეთის  დავალებებს ,  პასუხობენ  ერთმანეთის  მიერ  დასმულ  კითხვებს. კითხულობენ  დასკვნას.

           B ფაზა-სიღრმისეული წვდომა

 აქტივობა N2 -ახალი  გაკვეთილის  კითხვა. სახ. გვ.85     რუქნადინის  დამარცხება  (ავტ. .მაღლაკელიძე.ქართული ენა , მე-3  კლასი)
მეთოდი:  „მართული  კითხვა
კლასის ორგ. ფორმა: საერთო- საკლასო
დრო:  8 წთ
        მოსწავლეებს  ურიგდებათ ფორმატის  ფურცელზე  ამობეჭდილი უცხო  სიტყვების  განმარტებები შემდეგ  ხდება სახელმძღვანელოში ისტორიული  ტექსტის (სტატიის)  თავიდან  ბოლომდე კითხვა მასწავლებლის  მიერ.
         გზადაგზა  მოიძებნება  და  აიხსნება  უცხო სიტყვები  და  გამოთქმები.შემდეგ მოსწავლეები ტექსტს  კითხულობენ  ნაწილ- ნაწილ.

         აქტივობა N3- უცხო  სიტყვათა     გათვალსაჩინოება.
მეთოდი:  ახალი  ლექსიკური  ერთეულების  გააზრება
კლასის ორგ. ფორმა: საერთო- საკლასო
დრო: 3 წთ
         მოსწავლეებს  ურიგდებათ  ფურცელზე  ამობეჭდილი  სავარჯიშო.  მათ  უნდა  განმარტონ მოცემული  
წინადადებები  ისე,  როგორც  ესმით.აქვე ასრულებენ წინასწარ მომზადებულ და დაფაზე გაკრულ სავარჯიშოს დავაკავშიროთ მსგავსი მნიშვნელობის სიტყვები.

     აქტივობა N4- სახელმძღვანელოს  ტექსტზე  მუშაობა--ანალიზი
მეთოდი: გაგებაზე  ორიენტირებული  კითხვების  დასმა
კლასის ორგ. ფორმა: საერთო- საკლასო
დრო: 4 წთ
           მოსწავლეებმა  ტექსტში  უნდა  იპოვონ  პასუხები  კითხვებზე,  რომლებიც  ჩამოწერილია  ფორმატის  დიდ  ფურცელზე  და  გაკრულია  დაფაზე.
·         რა  იყო მტრების  საქართველოთი  დაინტერესების  მიზეზი?
·         რისი  იმედი  ჰქონდა  რუქნადინს  და  რაში  იყო  იგი  დარწმუნებული?
·         ტექსტში  როგორ  არის  აღწერილი  ბრძოლა?
·         სად და  როდის მოხდა  ეს  ბრძოლა?
·         რა იყო რუქნადინის  დამარცხების  მიზეზი?

  C ფაზა  - გააზრება-გამთლიანება   

     აქტივობა N5 -მოთხრობის  პირამიდა  
 მეთოდი: ტექსტის  სქემატური  მონახაზის  შექმნა    კლასის ორგ. ფორმა: საერთო- საკლასო
     დრო: 6 წთ
      მოსწავლეები  ერთობლივად  ავსებენ  დაფაზე  გაკრულ,  დიდ  თაბახის  ფურცელზე  დახაზულ  პირამიდის  უჯრებს. დაფაზევეა  გაკრული  მისი  შევსების  ინსტრუქცია.
      აქტივობა  N6-ჯგუფური  მუშაობა-მცირე  ზომის  ტექსტების  შექმნა  და    წარდგენა
დრო: 8 წთ
      მოსწავლეებმა  თავი  უნდა  წარმოიდგინონ  კონკრეტული  პერსონაჟის  ადგილას  და  წერილი  უნდა  მისწერონ მას. მოსწავლეები  შეთანხმდებიან  წერილის  შინაარსზე.  დაამზადებენ  კონვერტს.  წერილს  ჩადებენ  კონვერტში  და  დააწერენ  ადრესატს.  ჯგუფის  ლიდერები  გააკეთებენ  ნამუშევრის  პრეზენტაციას.
         პრეზენტაცია  შეფასდება  წინასწარ  განსაზღვრული  კრიტერიუმებით
შეფასება და თვითშეფასება
დრო : 3 წუთი
გაკვეთილის მიზნის შესაბამისი შეფასების რუბრიკით   და ვახდენ   მოსწავლეთა განმავითარებელ შეფასებას, მოსწავლეებს ვურიგებ თვითშეფასების კითხვარს ,  სადაც ისინი მოახდენენ გაკვეთილის ძლიერი და  სუსტი  მხარეების წარმოჩენას. გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეებს ვაფასებ  სიტყვიერი განმავითარებელი კომენტარებით.
საშინაო  დავალების
მიწოდება
დრო: 1წთ

დააკვირდით  და   შეადარეთ   ერთმანეთს ელ წიგნში თამარ  მეფე“  და  სახელმძღვანელოს  ტექსტში  რუქნადინის  დამარცხება გადმოცემული ინფორმაცია.  შესადარებლად  გამოიყენეთ  ვენის  დიაგრამა.  ინტერნეტში  მოიძიეთ  მოცემული  ინფორმაციის  ამსახველი   ფოტომასალა.რაც შემდგომში გამოგვადგება პროგრამა Power point-ში პრეზენტაციის ასაწყობად.

Comments